ივერიონი / NDI-მ პოლიტიკური კვლევის რეიტინგები წარადგინა

NDI-მ პოლიტიკური კვლევის რეიტინგები წარადგინა

    დღეს სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" NDI-მ პოლიტიკური კვლევის რეიტინგები წარადგინა. NDI-ს კვლევის საველე სამუშაოები 26 მარტიდან 18 აპრილის პერიოდში ჩატარდა და მის ფარგლებში 3 942 ადამიანი გამოიკითხა.

   კვლევის მიხედვით გამოვლინდა, გამოკითხულთა  პირთა უმრავლესობას  ყველაზე ძლიერ ოპოზიციურ პარტიად "ერთიან ნაციონალურ მოძრაობა" მიაჩნია.

შეკითხვაზე რომელ პარტიას მიიჩნევს ყველაზე ძლიერ ოპოზიციურ პარტიად, "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" 51 %-იანი რეიტინგი აქვს, შემდეგ ადგილს 8%-ით იკავებს "ქრისტიან-დემოკრატიული" მოძრაობა, მესამე პოზიცია კი 4%-ით ლეიბორისტულ პარტიას უჭირავს.

აღნიშნულ ჩამონათვალში 3%-ით მოხვდა მმართველი კოალიცია "ქართული ოცნებაც". დანარჩენ პარტიებზე მოდის გამოკითხულთა 3%, 21% ირჩევს კატეგორიას - არც ერთი, 9%-მა კი პასუხი არ იცის.

 

8-05-2014, 12:53
უკან დაბრუნება