NDI-მ პოლიტიკური კვლევის რეიტინგები წარადგინა
დღეს სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" NDI-მ პოლიტიკური კვლევის რეიტინგები წარადგინა. NDI-ს კვლევის საველე სამუშაოები 26 მარტიდან 18 აპრილის პერიოდში ჩატარდა და მის ფარგლებში 3 942 ადამიანი გამოიკითხა.
კვლევის მიხედვით გამოვლინდა, გამოკითხულთა პირთა უმრავლესობას ყველაზე ძლიერ ოპოზიციურ პარტიად "ერთიან ნაციონალურ მოძრაობა" მიაჩნია.
შეკითხვაზე რომელ პარტიას მიიჩნევს ყველაზე ძლიერ ოპოზიციურ პარტიად, "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" 51 %-იანი რეიტინგი აქვს, შემდეგ ადგილს 8%-ით იკავებს "ქრისტიან-დემოკრატიული" მოძრაობა, მესამე პოზიცია კი 4%-ით ლეიბორისტულ პარტიას უჭირავს.
აღნიშნულ ჩამონათვალში 3%-ით მოხვდა მმართველი კოალიცია "ქართული ოცნებაც". დანარჩენ პარტიებზე მოდის გამოკითხულთა 3%, 21% ირჩევს კატეგორიას - არც ერთი, 9%-მა კი პასუხი არ იცის.