სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი დავით კირვალიძე აშშ-ს სოფლის მეურნეობისა და აგრობიზნესის განვითარების მხარდამჭერმა წამყვანმა ორგანიზაცია CNFA-მა დირექტორთა საბჭოს წევრად, ერთხმად აირჩია.
CNFA ამჟამად სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტებს მსოფლიოს 27 ქვეყანაში - აფრიკაში, აზიაში, ევროპასა და კავკასიაში ახორციელებს. დირექტორთა საბჭო ორგანიზაციის საზედამხედველო ორგანოს წარმოადგენს, რომელიც წელიწადში რამდენჯერმე იკრიბება.
CNFA-ს დირექტორთა საბჭოში ასევე შედიან: ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის ყოფილი მდივნები და მინისტრები - ჯონ ბლოკი და მაიკ ესპი, ყოფილი კონგრესმენი ჯონ კავანო და ასევე აშშ-ს სოფლის მეურნეობის ინდუსტრიის რამოდენიმე ლიდერი.
დავით კირვალიძე საბჭოს პირველი საერთაშორისო წევრია.