დავით კირვალიძე CNFA-მა დირექტორთა საბჭოს წევრად, ერთხმად აირჩია

დავით კირვალიძე  CNFA-მა დირექტორთა საბჭოს წევრად,  ერთხმად აირჩია

სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი დავით კირვალიძე აშშ-ს სოფლის მეურნეობისა და აგრობიზნესის განვითარების მხარდამჭერმა წამყვანმა ორგანიზაცია CNFA-მა დირექტორთა საბჭოს წევრად, ერთხმად აირჩია. 

CNFA ამჟამად სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტებს მსოფლიოს 27 ქვეყანაში - აფრიკაში, აზიაში, ევროპასა და კავკასიაში ახორციელებს. დირექტორთა საბჭო ორგანიზაციის საზედამხედველო ორგანოს წარმოადგენს, რომელიც წელიწადში რამდენჯერმე იკრიბება. 

CNFA-ს დირექტორთა საბჭოში ასევე შედიან: ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის ყოფილი მდივნები და მინისტრები - ჯონ ბლოკი და მაიკ ესპი, ყოფილი კონგრესმენი ჯონ კავანო და ასევე აშშ-ს სოფლის მეურნეობის ინდუსტრიის რამოდენიმე ლიდერი. 

დავით კირვალიძე საბჭოს პირველი საერთაშორისო წევრია.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: