"პატრიოტთა ალიანსის" გენერალური მდივანი სოსო მანჯავიძე აცხადებს, რომ თბილისში მოსახლეობის უსაფრთხოების თვალსაზრისით ძალიან მძიმე მდგომარეობაა, მისი თქმით ეს ეხება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პირველადი მოხმარების პროდუქტების ხარისხს.
_"მთელი საქართველო გადავიქეცით დაბალხარისხიანი პროდუქციის ნაგავსაყრელად. ეს განპირობებულია მოსახლეობის დაბალი ყიდვისუნარიანობით და სახელმწიფო რეგულაციების მიზანმიმართული მოშლით, რაც ბოლო 23 წლის მანძილზე ხორციელდებოდა და დღეს პიკს მიაღწია. გასაგებია, რომ გარკვეული კლანები ეწევიან თავიანთ ეგოისტურ ლობირებას ამ თვალსაზრისით და არაფრად აგდებენ იმას, რომ ეს საბოლოო ჯამში ქვეყნის მოსახლეობას აზიანებენ. საჭიროა დროული და კონკრეტული ნაბიჯის გადადგმა, დროა ყველა მოქალაქეს ჰქონდეს იურიდიული და ფიზიკური საშუალება ნებისმიერ კორპორატიულ ინტერესთან დასაპირისპირებბლად, თუ ის მის სიცოცხლეს აზიანებს".