ცხელი ამბავი
›შესყიდვის ელექტრონული აქტი - გამარტივებული აღრიცხვა თუ ახალი ბარიერები მეწარმეებისა და ფიზიკური პირებისთვის? ›აუდიტის საჯარო ზედამხედველობის გაძლიერება თუ პროფესიული საქმიანობის შეზღუდვა? - კანონპროექტის კრიტიკული შეფასება ›გური ოტობაიას ტრიადა: „ენგურის ხეობის საგა“ ›STOP! STOP! STOP! ›როცა თვითცენზურის ჭანჭიკი მოშლილია, ცენზურა უნდა არსებობდეს! ›ვიყავი, ვნახე... ვერ გავიგე! ანუ, რობერტ სტურუას „გედის სიმღერა“! ›ძირს ლიბერალური პარტიები, გაუმარჯოს ხალხის ხმას! ›როსტევანის ამბავი რუსთაველის თეატრის სცენაზე, ანუ ხიდი თუ უფსკრული? ›ვინ იქნება მომავალი პატრიარქი?! ›რატომ დაპატარავდა დიდი ბრიტანეთის იმპერია

სოსო მანჯავიძე:-"მთელი საქართველო გადავიქეცით დაბალხარისხიანი პროდუქციის ნაგავსაყრელად"

სოსო მანჯავიძე:-"მთელი საქართველო გადავიქეცით დაბალხარისხიანი პროდუქციის ნაგავსაყრელად"

   "პატრიოტთა ალიანსის" გენერალური მდივანი სოსო მანჯავიძე აცხადებს, რომ თბილისში მოსახლეობის უსაფრთხოების თვალსაზრისით ძალიან მძიმე მდგომარეობაა, მისი თქმით ეს ეხება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პირველადი მოხმარების პროდუქტების ხარისხს. 

   _"მთელი საქართველო გადავიქეცით დაბალხარისხიანი პროდუქციის ნაგავსაყრელად. ეს განპირობებულია მოსახლეობის დაბალი ყიდვისუნარიანობით და სახელმწიფო რეგულაციების მიზანმიმართული მოშლით, რაც ბოლო 23 წლის მანძილზე ხორციელდებოდა და დღეს პიკს მიაღწია. გასაგებია, რომ გარკვეული კლანები ეწევიან თავიანთ ეგოისტურ ლობირებას ამ თვალსაზრისით და არაფრად აგდებენ იმას, რომ ეს საბოლოო ჯამში ქვეყნის მოსახლეობას აზიანებენ. საჭიროა დროული და კონკრეტული ნაბიჯის გადადგმა, დროა ყველა მოქალაქეს ჰქონდეს იურიდიული და ფიზიკური საშუალება  ნებისმიერ კორპორატიულ ინტერესთან დასაპირისპირებბლად, თუ ის  მის სიცოცხლეს აზიანებს".

 

გააზიარე სტატია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: