,,მომხმარებელთა ფედერაციის“ ხელმძღვანელმა მანანა კოიძემ მოსახლეობას ყველის შეძენისგან თავის შეკავება სთხოვა.
"ჩვენ რამდენიმე ქალაქში შევისყიდეთ 50-მდე ყველი, მათ შორის, ტრადიციული, ქარხნულ ისულგუნი. 50 ნიმუშიდან 30-ში აღმოჩენილია ე.წ. კოლიფორმები ანუ ნაწლავის ჯგუფის ტიპის ბაქტერიები და ხუთში აღმოჩენილია პათოგენი - ოქროსფერი სტაფილოკოკი. სიცხეში ეს პათოგენი გამოყოფს ენტეროტოქსინს, რომელიც 90%-ით აზიანებს მომხმარებლის ჯანმრთელობას და კვებით ინტოქსიკაციას იწვევს", - განაცხადა მადონა კოიძემ.
მისივე თქმით, სტანდარტები ოჯახურ პირობებში დამზადებულმა ყველმაც ვერ დააკმაყოფილა, ხოლო ქარხნული წესით დამზადებული, მაგალითად, ”სანტეს” ყველი ”სანებო” და ”კარფურის” ყველი ლაბორატორიული შემოწმების დროს სუფთა აღმოჩნდა.