სახიფათოა თუ არა ქართული ყველი?

სახიფათოა თუ არა ქართული ყველი?

,,მომხმარებელთა ფედერაციის“ ხელმძღვანელმა მანანა კოიძემ მოსახლეობას ყველის შეძენისგან თავის შეკავება სთხოვა.

 

"ჩვენ რამდენიმე ქალაქში შევისყიდეთ 50-მდე ყველი, მათ შორის, ტრადიციული, ქარხნულ ისულგუნი. 50 ნიმუშიდან 30-ში აღმოჩენილია .. კოლიფორმები ანუ ნაწლავის ჯგუფის ტიპის ბაქტერიები და ხუთში  აღმოჩენილია პათოგენი - ოქროსფერი სტაფილოკოკი. სიცხეში ეს პათოგენი გამოყოფს ენტეროტოქსინს, რომელიც 90%-ით აზიანებს მომხმარებლის ჯანმრთელობას და კვებით ინტოქსიკაციას იწვევს", - განაცხადა მადონა კოიძემ. 

 

მისივე თქმით, სტანდარტები ოჯახურ პირობებში დამზადებულმა ყველმაც ვერ დააკმაყოფილა, ხოლო ქარხნული წესით დამზადებული, მაგალითად,  ”სანტეს” ყველი ”სანებო” და ”კარფურის” ყველი ლაბორატორიული შემოწმების დროს სუფთა აღმოჩნდა.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: