აზრს, რომ რუსეთი ყირიმშიც ისე იწყებდა, რაც ახლა აფხაზეთში ხდება, არ ეთანხმება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი და აცხადებს, რომ არ არის საჭირო აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ილუზიების შექმნა.
-"ყირიმში სულ სხვა სცენარი და სულ სხვა რეალობაა, იქ არის შავ ზღვაზე გასასვლელი სტრატეგიული ფლოტის საკითხი და სამხედრო არმადის თემა, რომელიც აკონტროლებს შავი ზღვის აკვატორიას, აფხაზეთში – ის თემა, რომ რუსეთთან მეტი ურთიერთობა და ნაკლები კორუფციაა საჭირო, რაც ყოველთვის ისმოდა და ახალი არ არის. არც ოპოზიციის მხრიდან აკლდა რუსებს ხსენება და არც დე ფაქტო ხელისუფლებიდან, – ყველა ცდილობდა, გამოჩენილიყო, როგორც რუსეთთან ახლოს მდგომი. ჩვენ ნუ შევქმნით ახალ თეორიებს, რომ ყირიმშიც ასე იწყებოდა. რუსეთმა რაც დაიწყო, დამთავრდა აფხაზეთში ოკუპაციით".