"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ხათუნა გოგორიშვილი წინასაარჩევნო დარღვევებზე საუბრობს და აცხადებს, რომ პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა მას მარნეულის გამგებლობის კანდიდატის რეგისტრაციიდან მოხსნა პირადად სთხოვა. მისივე თქმით მარნეულში აჰმედ იმამყულიევის არჩევნებიდან მოხსნა ირაკლი ღარიბაშვილის ინტერესშია, რათა დაპირებისამებრ, ხელისუფლებამ არცერთი სხვა პოლიტიკური ძალის გამარჯვება არ დაუშვას.
-"დღევანდელ ფაქტს რომ არ ჰქონოდა ადგილი, მე ნამდვილად შევიკავებდი თავს ამ განცხადებისგან, მაგრამ იძულებული ვარ, ყველას საჯაროდ განვუცხადო, რომ მე - ხათუნა გოგორიშვილს მიმდინარე წლის 12 მაისს მქონდა შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარესთან თბილისში, იუსტიციის ახლში, მან გადმომცა მთავრობის დანაბარები, ხომ არ ვიფიქრებდით, მოგვეხსნა მარნეულში კანდიდატურა და არ ეყარა ჩვენს კანდიდატს კენჭი. მან ეს ახსნა იმით, რომ ზუსტად იცოდნენ, როგორი მხარდაჭერა აქვს და რამდენად ძლიერია ჩვენი კანდიდატი. მას შემდეგ, რაც უარი მიიღო, დასრულდა ჩვენი შეხვედრა",- განაცხადა გოგორიშვილმა