ცხელი ამბავი
›შესყიდვის ელექტრონული აქტი - გამარტივებული აღრიცხვა თუ ახალი ბარიერები მეწარმეებისა და ფიზიკური პირებისთვის? ›აუდიტის საჯარო ზედამხედველობის გაძლიერება თუ პროფესიული საქმიანობის შეზღუდვა? - კანონპროექტის კრიტიკული შეფასება ›გური ოტობაიას ტრიადა: „ენგურის ხეობის საგა“ ›STOP! STOP! STOP! ›როცა თვითცენზურის ჭანჭიკი მოშლილია, ცენზურა უნდა არსებობდეს! ›ვიყავი, ვნახე... ვერ გავიგე! ანუ, რობერტ სტურუას „გედის სიმღერა“! ›ძირს ლიბერალური პარტიები, გაუმარჯოს ხალხის ხმას! ›როსტევანის ამბავი რუსთაველის თეატრის სცენაზე, ანუ ხიდი თუ უფსკრული? ›ვინ იქნება მომავალი პატრიარქი?! ›რატომ დაპატარავდა დიდი ბრიტანეთის იმპერია

რატომ ვეღარ იკავებს თავს ხათუნა გოგორიშვილი?

რატომ ვეღარ იკავებს თავს ხათუნა გოგორიშვილი?

   "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ხათუნა გოგორიშვილი წინასაარჩევნო დარღვევებზე საუბრობს და აცხადებს, რომ პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა მას მარნეულის გამგებლობის კანდიდატის რეგისტრაციიდან მოხსნა პირადად სთხოვა. მისივე თქმით მარნეულში აჰმედ იმამყულიევის არჩევნებიდან მოხსნა ირაკლი ღარიბაშვილის ინტერესშია, რათა დაპირებისამებრ, ხელისუფლებამ  არცერთი სხვა პოლიტიკური ძალის გამარჯვება არ დაუშვას.

   -"დღევანდელ ფაქტს რომ არ ჰქონოდა ადგილი, მე ნამდვილად შევიკავებდი თავს ამ განცხადებისგან, მაგრამ იძულებული ვარ, ყველას საჯაროდ განვუცხადო, რომ მე - ხათუნა გოგორიშვილს მიმდინარე წლის 12 მაისს მქონდა შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარესთან თბილისში, იუსტიციის ახლში, მან გადმომცა მთავრობის დანაბარები, ხომ არ ვიფიქრებდით, მოგვეხსნა მარნეულში კანდიდატურა და არ ეყარა ჩვენს კანდიდატს კენჭი. მან ეს ახსნა იმით, რომ ზუსტად იცოდნენ, როგორი მხარდაჭერა აქვს და რამდენად ძლიერია ჩვენი კანდიდატი. მას შემდეგ, რაც უარი მიიღო, დასრულდა ჩვენი შეხვედრა",- განაცხადა გოგორიშვილმა

 

გააზიარე სტატია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: