დედაქალაქის მერი თბილისის მერობის კანდიდატის ნიკა მელიას შეხედულებით უნდა იყოს აბსოლუტურად დამოუკიდებელი და დისტანცირებული ვიწრო პარტიული ინტერესებისგან.
-"ბანალური არ მინდა ვიყო და ვთქვა, რომ ჩემი "კონკურენტი" არის პრობლემები. ჩემი მთავარი კონკურენტი არის ხელისუფლების კანდიდატი, უფრო სწორად, კოალიცია "ქართული ოცნება". ნაკლებად ვიტყვი, რომ მისი კანდიდატია ჩემი კონკურენტი. დავით ნარმანიას ორჯერ შევხვდი. ჩვენ გვქონდა სატელევიზიო დებატები, მანამდე კი ერთ-ერთ ღონისძიებაზე ვნახე. ვფიქრობ, რომ ის არის პატიოსანი ადამიანი. ადამიანი, რომელიც ნაკლებად გააკეთებს ბოროტებას. ამავე დროს, ვიტყვი, რომ მას დამოუკიდებლობის ხარისხი აქვს ძალიან, ძალიან დაბალი. მე პირადად, მიჭირს იმ გარემოში ყოფნა, სადაც შეზღუდული ვარ, ამიტომ დამოუკიდებლობის პრობლემა ჩემთან არ დგას", - განაცხადა ტელეკომპანია "ტაბულას" ეთერში ნიკა მელიამ.