ცხელი ამბავი
›შესყიდვის ელექტრონული აქტი - გამარტივებული აღრიცხვა თუ ახალი ბარიერები მეწარმეებისა და ფიზიკური პირებისთვის? ›აუდიტის საჯარო ზედამხედველობის გაძლიერება თუ პროფესიული საქმიანობის შეზღუდვა? - კანონპროექტის კრიტიკული შეფასება ›გური ოტობაიას ტრიადა: „ენგურის ხეობის საგა“ ›STOP! STOP! STOP! ›როცა თვითცენზურის ჭანჭიკი მოშლილია, ცენზურა უნდა არსებობდეს! ›ვიყავი, ვნახე... ვერ გავიგე! ანუ, რობერტ სტურუას „გედის სიმღერა“! ›ძირს ლიბერალური პარტიები, გაუმარჯოს ხალხის ხმას! ›როსტევანის ამბავი რუსთაველის თეატრის სცენაზე, ანუ ხიდი თუ უფსკრული? ›ვინ იქნება მომავალი პატრიარქი?! ›რატომ დაპატარავდა დიდი ბრიტანეთის იმპერია

ნიკა მელია:-"ნარმანიას დამოუკიდებლობის ხარისხი აქვს ძალიან, ძალიან დაბალი"

ნიკა მელია:-"ნარმანიას დამოუკიდებლობის ხარისხი აქვს ძალიან, ძალიან დაბალი"

   დედაქალაქის მერი თბილისის მერობის კანდიდატის ნიკა მელიას შეხედულებით უნდა  იყოს აბსოლუტურად დამოუკიდებელი და დისტანცირებული ვიწრო პარტიული ინტერესებისგან. 

    -"ბანალური არ მინდა ვიყო და ვთქვა, რომ ჩემი "კონკურენტი" არის პრობლემები. ჩემი მთავარი  კონკურენტი არის ხელისუფლების კანდიდატი, უფრო სწორად, კოალიცია "ქართული ოცნება". ნაკლებად ვიტყვი, რომ მისი კანდიდატია ჩემი კონკურენტი. დავით ნარმანიას ორჯერ შევხვდი. ჩვენ გვქონდა სატელევიზიო დებატები, მანამდე კი ერთ-ერთ ღონისძიებაზე ვნახე. ვფიქრობ, რომ ის არის პატიოსანი ადამიანი. ადამიანი, რომელიც ნაკლებად გააკეთებს ბოროტებას. ამავე დროს, ვიტყვი, რომ მას დამოუკიდებლობის ხარისხი აქვს ძალიან, ძალიან დაბალი. მე პირადად, მიჭირს იმ გარემოში ყოფნა, სადაც შეზღუდული  ვარ, ამიტომ დამოუკიდებლობის პრობლემა ჩემთან არ დგას", - განაცხადა ტელეკომპანია "ტაბულას" ეთერში ნიკა მელიამ.

 

გააზიარე სტატია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: