ივერიონი / "აფხაზეთი ჩემი ოდაბადეა და როგორ ვიცხოვრო იქ დაბრუნებაზე ბრძოლის გარეშე?"

"აფხაზეთი ჩემი ოდაბადეა და როგორ ვიცხოვრო იქ დაბრუნებაზე ბრძოლის გარეშე?"

ხვალ, 8 ივნისს ენგურის ხიდთან,

არასამთავრობო ორგანიზაცია

"გზა აფხაზეთისკენ"

გამართავს ბრიფინგს, თემა:

აფხაზეთში მცხოვრები ქართველების მხარდაჭერა.

ბრიფინგი-აქცია ენგურის ხიდთან 14:00 საათზე დაიწყება.

   ხვალ ორგანიზაციის წარმომადგენლები და იქ მისული საზოგადოება კიდევ ერთხელ ხმამაღლა იტყვის:  

აფხაზეთი საქართველოა!

კახა შამათავა ("გზა აფხაზეთისკენ" დამფუძნებელი)-ჩვენს ორგანიზაციას მარტო ეს შეუძლია გააკეთოს, მგონი ერთადერთი არასამთავრობო ვართ, რომელიც არასდროს არ დაფინანსებულა,  ჩვენ გულით ვაკეთებთ ამას, პირადად მე, სხეული კი მაქვს ცოცხალი, მაგრამ გული კვდება ნელ-ნელა, აფხაზეთი ჩემი სამყაროა, ჩემი ოდაბადე და როგორ ვიცხოვრო იქ დაბრუნებაზე ბრძოლის გარეშე? ერთადერთი იმედი არ კვდება ჩემში, ის მაძლევს ძალას ვიბრძოლო, მიუხედავად შედეგისა".

 

7-06-2014, 15:49
უკან დაბრუნება