"აფხაზეთი ჩემი ოდაბადეა და როგორ ვიცხოვრო იქ დაბრუნებაზე ბრძოლის გარეშე?"
ხვალ, 8 ივნისს ენგურის ხიდთან,
არასამთავრობო ორგანიზაცია
"გზა აფხაზეთისკენ"
გამართავს ბრიფინგს, თემა:
აფხაზეთში მცხოვრები ქართველების მხარდაჭერა.
ბრიფინგი-აქცია ენგურის ხიდთან 14:00 საათზე დაიწყება.
ხვალ ორგანიზაციის წარმომადგენლები და იქ მისული საზოგადოება კიდევ ერთხელ ხმამაღლა იტყვის:
აფხაზეთი საქართველოა!
კახა შამათავა ("გზა აფხაზეთისკენ" დამფუძნებელი)-ჩვენს ორგანიზაციას მარტო ეს შეუძლია გააკეთოს, მგონი ერთადერთი არასამთავრობო ვართ, რომელიც არასდროს არ დაფინანსებულა, ჩვენ გულით ვაკეთებთ ამას, პირადად მე, სხეული კი მაქვს ცოცხალი, მაგრამ გული კვდება ნელ-ნელა, აფხაზეთი ჩემი სამყაროა, ჩემი ოდაბადე და როგორ ვიცხოვრო იქ დაბრუნებაზე ბრძოლის გარეშე? ერთადერთი იმედი არ კვდება ჩემში, ის მაძლევს ძალას ვიბრძოლო, მიუხედავად შედეგისა".