„პრაიმ-ტაიმის“ პრეს-კლუბში ჟურნალისტებისთვის პრესკონფერენცია გამართა თბილისი მერის მოვალეობის შემსრულებელმა სევდია უგრეხელიძემ.
მან კიდევ ერთხელ დაიმოწმა გიგი უგულავას განცხადება, რომ ხელისუფლების მხრიდან მიმდინარეობს ზეწოლა ცსკ-ოს თავმჯდომარეზე თამარ ჟვანიაზე.
უგრეხელიძე ვარაუდობს, რომ ხელისუფლება მეორე ტურში სერიოზული გაყალბებისთვის ემზადება და ამის ყველანაირი წინაპირობები არსებობს. იგი თვლის, რომ პირველ ტურში ნიკა მელიას უკეთესი შედეგი უნდა ჰქონოდა, მაგრამ 600 ბიულეტინი სადღაც გაქრა, საკმაოდ ბევრი იყო გაფუჭებული ბიულეტენებიც. ყველაფერი ეს არჩევნების გაყალბებას ემსახურებოდა.
უგრეხელიძე მოუწოდებს ხელისუფლებას: არ გააყალბოს მეორე ტური, თორემ ეს ცუდად დამთავრდება და ქვეყანასაც ცუდ იმიჯს მოუტანს.