ცხელი ამბავი
როცა თვითცენზურის ჭანჭიკი მოშლილია, ცენზურა უნდა არსებობდეს! ვიყავი, ვნახე... ვერ გავიგე! ანუ, რობერტ სტურუას „გედის სიმღერა“! ძირს ლიბერალური პარტიები, გაუმარჯოს ხალხის ხმას! როსტევანის ამბავი რუსთაველის თეატრის სცენაზე, ანუ ხიდი თუ უფსკრული? ვინ იქნება მომავალი პატრიარქი?! რატომ დაპატარავდა დიდი ბრიტანეთის იმპერია მაღალიერარქი - უმწიკვლო რეპუტაციით! ნოდარ ჭითანავა - 90 ნოდარ ჭითანავა -  დედით სოციალისტური, მამით კაპიტალისტური, გვარიშვილობით ქართული საბაზრო ეკონომიკა ძირს ყალბი დემოკრატია - გაუმარჯოს წესრიგს! „ალავერდის წმინდა გიორგი“ - ფრესკაში გაცხადებული საქართველოს ისტორია

სევდია უგრეხელიძე: ხელისუფლება მეორე ტურის გაყალბებას აპირებს!

სევდია უგრეხელიძე: ხელისუფლება მეორე ტურის გაყალბებას აპირებს!

„პრაიმ-ტაიმის“ პრეს-კლუბში ჟურნალისტებისთვის პრესკონფერენცია გამართა თბილისი მერის მოვალეობის შემსრულებელმა სევდია უგრეხელიძემ.

მან კიდევ ერთხელ დაიმოწმა გიგი უგულავას განცხადება, რომ ხელისუფლების მხრიდან მიმდინარეობს ზეწოლა ცსკ-ოს თავმჯდომარეზე თამარ ჟვანიაზე.

უგრეხელიძე ვარაუდობს, რომ ხელისუფლება მეორე ტურში სერიოზული გაყალბებისთვის ემზადება და ამის ყველანაირი წინაპირობები არსებობს. იგი თვლის, რომ პირველ ტურში ნიკა მელიას უკეთესი შედეგი უნდა ჰქონოდა, მაგრამ 600 ბიულეტინი სადღაც გაქრა, საკმაოდ ბევრი იყო გაფუჭებული ბიულეტენებიც. ყველაფერი ეს არჩევნების გაყალბებას ემსახურებოდა.

უგრეხელიძე მოუწოდებს ხელისუფლებას: არ გააყალბოს მეორე ტური, თორემ ეს ცუდად  დამთავრდება და ქვეყანასაც ცუდ იმიჯს მოუტანს.

გააზიარე სტატია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: