ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დედაქალაქის ყოფილი მერი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დღეს დილის 6 საათზე დააკავა. დაკავებული აეროპორტიდან ბორკილებით სავარაუდოდ, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გადაიყვანეს. დაკავების დროს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უგულავასთან ერთად "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერიაც იმყოფებოდა. ფინანსური პოლიციის თანამშრომლებმა უგულავას დაკავება გადაუდებელი აუცილებლობით ახსნეს, თუმცა მისთვის ბრალი ჯერ არ წაუყენებიათ.
-"ვთამაშობდით დამალობანას, ახლა ვითამაშებთ დაჭერობანას, მერე ისევ დავუბრუნდებით დამალობანას, მერე ისევ დაჭერობანას. სხვა გზა არ აქვთ და მაკავებენ",- განაცხადა გიგი უგულავამ დაკავებისას.
როგორც ცნობილია, უგულავა კიშინიოვში მიფრინავდა, სადაც იგი ევროსაბჭოს რეგიონთა კონგრესის მონიტორინგის კომიტეტის სხდომას უნდა დასწრებოდა.