გიგი უგულავა:-"ვთამაშობდით დამალობანას, ახლა ვითამაშებთ დაჭერობანას"

გიგი უგულავა:-"ვთამაშობდით დამალობანას, ახლა ვითამაშებთ დაჭერობანას"

   ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დედაქალაქის ყოფილი მერი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დღეს დილის 6 საათზე დააკავა. დაკავებული აეროპორტიდან ბორკილებით სავარაუდოდ, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გადაიყვანეს. დაკავების დროს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უგულავასთან ერთად "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერიაც იმყოფებოდა.  ფინანსური პოლიციის თანამშრომლებმა უგულავას დაკავება გადაუდებელი აუცილებლობით ახსნეს, თუმცა მისთვის ბრალი ჯერ არ წაუყენებიათ.

   -"ვთამაშობდით დამალობანას, ახლა ვითამაშებთ დაჭერობანას, მერე ისევ დავუბრუნდებით დამალობანას, მერე ისევ დაჭერობანას. სხვა გზა არ აქვთ და მაკავებენ",- განაცხადა გიგი უგულავამ დაკავებისას. 

   როგორც ცნობილია,  უგულავა კიშინიოვში მიფრინავდა, სადაც იგი ევროსაბჭოს რეგიონთა კონგრესის მონიტორინგის კომიტეტის სხდომას უნდა დასწრებოდა.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: