ივერიონი / "გამოცდების მიმდინარეობისას, მონაწილეთა შეცდომაში შეყვანის მიზნით, ინტერნეტ სივრცეში პერიოდულად ვრცელდება მცდარი ინფორმაცია"

"გამოცდების მიმდინარეობისას, მონაწილეთა შეცდომაში შეყვანის მიზნით, ინტერნეტ სივრცეში პერიოდულად ვრცელდება მცდარი ინფორმაცია"

     შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი საგანგებო განცხადებას ავრცელებს:

 

   "გამოცდების მიმდინარეობისას, მონაწილეთა შეცდომაში შეყვანის მიზნით, ინტერნეტ სივრცეში პერიოდულად ვრცელდება მცდარი ინფორმაცია (მაგ: შეიქმნა ე.წ. დუბლიკატი გვერდი). ვითარების გარკვევისა და გამოსწორებისათვის ცენტრმა უკვე მიმართა შესაბამის უწყებას. გთხოვთ, გამოცდებთან დაკავშირებული ინფორმაციის მისაღებად ისარგებლოთ მხოლოდ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალური ვებგვერდით www.naec.ge ან facebook -ის გვერდით".

 

 

7-07-2014, 10:54
უკან დაბრუნება