"გამოცდების მიმდინარეობისას, მონაწილეთა შეცდომაში შეყვანის მიზნით, ინტერნეტ სივრცეში პერიოდულად ვრცელდება მცდარი ინფორმაცია"
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი საგანგებო განცხადებას ავრცელებს:
"გამოცდების მიმდინარეობისას, მონაწილეთა შეცდომაში შეყვანის მიზნით, ინტერნეტ სივრცეში პერიოდულად ვრცელდება მცდარი ინფორმაცია (მაგ: შეიქმნა ე.წ. დუბლიკატი გვერდი). ვითარების გარკვევისა და გამოსწორებისათვის ცენტრმა უკვე მიმართა შესაბამის უწყებას. გთხოვთ, გამოცდებთან დაკავშირებული ინფორმაციის მისაღებად ისარგებლოთ მხოლოდ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალური ვებგვერდით www.naec.ge ან facebook -ის გვერდით".