ივერიონი / გიგლა აგულაშვილი:-"მე ფესტივალების მომხრე ვარ (ჯაზის, ეთნოგრაფიულის თუ სხვა) და გარყვნილების წინააღმდეგი"

გიგლა აგულაშვილი:-"მე ფესტივალების მომხრე ვარ (ჯაზის, ეთნოგრაფიულის თუ სხვა) და გარყვნილების წინააღმდეგი"

   გავრცელებული ინფორმაციით, შაბათს, 26 ივლისს, 19:30 საათზე, სახელმწიფო კანცელარიასთან იმართება მშვიდობიანი სამოქალაქო აქცია კაზანტიპის ფესტივალის გაუქმების მოთხოვნით.

   რას ფიქრობენ უმრავლესობის წარმომადგენლები ამ აქციაზე და საერთოდ კაზანტიპის ფესტივალზე? ამ კითხვით "ივერიონი" უმრავლესობის წევრს გიგლა აგულაშვილს დაიკავშირდა.

   -"აქციები ამა თუ იმ მოთხოვნით მუდამ იმართება და გაიმართება კიდეც. ეს არცაა მოულოდნელი. მე ფესტივალების მომხრე ვარ (ჯაზის, ეთნოგრაფიულის თუ სხვა) და გარყვნილების წინააღმდეგი. გარყვნილებას არ სჭირდება ფესტივალები.

   -ბატონო გიგლა, რამდენად მართალია მოარული ხმები, რომ ის ტერიტორია 45წლით იჯარით აიღო კაზანტიპმა?

   -არ ვიცი, აიღეს თუ არა იჯარით ორგანიზატორებმა ეს ტერიტორია. არ ვფლობ ინფორმაციას. მეეჭვება, რადგან ამ ტერიტორიაზე სხვა, უფრო მასშტაბური სახელმწიფო მნიშვნელობის პროექტები არსებობს.

 

23-07-2014, 18:08
უკან დაბრუნება