გიგლა აგულაშვილი:-"მე ფესტივალების მომხრე ვარ (ჯაზის, ეთნოგრაფიულის თუ სხვა) და გარყვნილების წინააღმდეგი"
გავრცელებული ინფორმაციით, შაბათს, 26 ივლისს, 19:30 საათზე, სახელმწიფო კანცელარიასთან იმართება მშვიდობიანი სამოქალაქო აქცია კაზანტიპის ფესტივალის გაუქმების მოთხოვნით.
რას ფიქრობენ უმრავლესობის წარმომადგენლები ამ აქციაზე და საერთოდ კაზანტიპის ფესტივალზე? ამ კითხვით "ივერიონი" უმრავლესობის წევრს გიგლა აგულაშვილს დაიკავშირდა.
-"აქციები ამა თუ იმ მოთხოვნით მუდამ იმართება და გაიმართება კიდეც. ეს არცაა მოულოდნელი. მე ფესტივალების მომხრე ვარ (ჯაზის, ეთნოგრაფიულის თუ სხვა) და გარყვნილების წინააღმდეგი. გარყვნილებას არ სჭირდება ფესტივალები.
-ბატონო გიგლა, რამდენად მართალია მოარული ხმები, რომ ის ტერიტორია 45წლით იჯარით აიღო კაზანტიპმა?
-არ ვიცი, აიღეს თუ არა იჯარით ორგანიზატორებმა ეს ტერიტორია. არ ვფლობ ინფორმაციას. მეეჭვება, რადგან ამ ტერიტორიაზე სხვა, უფრო მასშტაბური სახელმწიფო მნიშვნელობის პროექტები არსებობს.