ივერიონი / რა ხდება პალაუში და რატომ სტუმრობს მას მაია ფანჯიკიძე

რა ხდება პალაუში და რატომ სტუმრობს მას მაია ფანჯიკიძე

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაცია, მინისტრის მაია ფანჯიკიძის ხელმძღვანელობით სამუშაო ვიზიტით პალაუს რესპუბლიკაში იმყოფება. საგარეო უწყების დელეგაცია პალაუს სახელმწიფო მინისტრმა, ბილი კუარტეიმ  მიიწვია. ვიზიტის ფარგლებში, დელეგაცია სტუმრის სტატუსით მონაწილეობას იღებს წყნარი ოკეანის კუნძულოვან სახელმწიფოთა ფორუმის 45ე სესიაში, რომლის მთავარი სამუშაო თემაა: „ოკეანე: სიცოცხლე და მომავალი".
 
საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციაში შედიან აზიის, აფრიკის ავსტრალიის და ოკეანეთის ქვეყნების დეპარტამენტის დირექტორი ეკა აკობია და საქართველოს
საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ავსტრალიის თანამეგობრობაში ვლადიმერ კონსტანტინიდი.
 
ვიზიტის მსვლელობისას, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ შეხვედრა გამართა ავსტრალიის დელეგაციის ხელმძღვანელთან, საგარეო საქმეთა საპარლამენტო  მდივანთან ბრეტ მეისონთან. განხილულ იქნა ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის ფართო სპექტრი, ისევე როგორც რეგიონში უსაფრთხოების კუთხით
არსებული  გამოწვევები.
 
მინისტრმა სამძიმარი გამოუცხადა ავსტრალიურ მხარეს მალაიზიური ავიახაზების კუთვნილი თვითმფრინავის ჩამოგდების შედეგად მოქალაქეების დაღუპვის გამო.
 
ორმხრივი შეხვედრები გაიმართა პალაუს სახელმწიფო მდივანთან, ვანუატუს საგარეო საქმეთა მინისტრთან და ტუვალუს საგარეო საქმეთა მინისტრთან. შეხვედრების ფარგლებში განხილულ იქნა მიმდინარე ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების საკითხები. სამივე ქვეყნის წარმომადგენელმა ხაზგასმით დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა, მის საერთაშორისოდ აღიარებულსაზღვრებში.

 

30-07-2014, 13:06
უკან დაბრუნება