ივერიონი / "სავაში" ბათუმში ჩადის

"სავაში" ბათუმში ჩადის

   ქართველი დიასახლისების გულთამპყრობელი "სავაში"-თურქი მსახიობი მურატ ილდირიმი "დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდის" მხარდასაჭერად და ლეიკემიითა და სოლიდური სიმსივნეებით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად დღეს ბათუმში 16 საათზე  ჩავა.

    19:00 საათზე, ბათუმის სასტუმრო "შერატონში" პრესკონფერენცია გაიმართება, მოგვიანებით კი სასტუმრო "ინტურისტში" საქველმოქმედო ვახშამი იგეგმება. შემოსული თანხა "დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდის" ანგარიშზე ჩაირიცხება.

 

4-08-2014, 11:18
უკან დაბრუნება