"სავაში" ბათუმში ჩადის
ქართველი დიასახლისების გულთამპყრობელი "სავაში"-თურქი მსახიობი მურატ ილდირიმი "დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდის" მხარდასაჭერად და ლეიკემიითა და სოლიდური სიმსივნეებით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად დღეს ბათუმში 16 საათზე ჩავა.
19:00 საათზე, ბათუმის სასტუმრო "შერატონში" პრესკონფერენცია გაიმართება, მოგვიანებით კი სასტუმრო "ინტურისტში" საქველმოქმედო ვახშამი იგეგმება. შემოსული თანხა "დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდის" ანგარიშზე ჩაირიცხება.