შვეიცარიის მთავრობამ რუსეთის წინააღმდეგ სანქცირებული შავი სია გააფართოვა, რომელშიც კიდევ 26 პერსონა და 18 ორგანიზაცია მოხვდა. ამის შესახებ ინფორმაცია საინფორმაციო სააგენტო ,,იტარ-ტასმა" გაავრცელა, რომელიც შვეიცარიის ეკონომიკის სამინისტროს მონაცემებს ეყრდნობა. ახალ შავ სიაში მოხვდნენ: - "ეფ-ეს-ბეს" დირქტორი ალექსანდრე ბორტნიკოვი, დაზვერვის უფროსი მიხაილ ფრადკოვი, სახელმწიფო უშიშროების კომისიის წევრები: ნიკოლაი პატრუშევი, ბორის გრიზლოვი და რაშიდ ნურგალიევი. ჩეჩნეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე რამზან კადიროვი, "ეფ-ეს-ბეს" გენერალი სერგეი ბესედა, დუმის დეპუტატი მიხეილ დეგტირიოვი, კრასნოდარის მხარის გუბერნატორი ალექსანდრე ტკაჩოვი და თვითგამოცხადებული რესპუბლიკების სამთვრობო კომისიის წევრები.