შვეიცარიის მთავრობამ რუსეთის წინააღმდეგ სანქცირებული შავი სია გააფართოვა

შვეიცარიის მთავრობამ რუსეთის წინააღმდეგ სანქცირებული შავი სია გააფართოვა

   შვეიცარიის მთავრობამ რუსეთის წინააღმდეგ სანქცირებული შავი სია გააფართოვა, რომელშიც კიდევ 26 პერსონა და 18 ორგანიზაცია მოხვდა. ამის შესახებ ინფორმაცია საინფორმაციო სააგენტო ,,იტარ-ტასმა" გაავრცელა, რომელიც შვეიცარიის ეკონომიკის სამინისტროს მონაცემებს ეყრდნობა. ახალ შავ სიაში მოხვდნენ:    -    "ეფ-ეს-ბეს" დირქტორი ალექსანდრე ბორტნიკოვი, დაზვერვის უფროსი მიხაილ ფრადკოვი, სახელმწიფო უშიშროების კომისიის წევრები: ნიკოლაი პატრუშევი, ბორის გრიზლოვი და რაშიდ ნურგალიევი. ჩეჩნეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე რამზან კადიროვი, "ეფ-ეს-ბეს"  გენერალი სერგეი ბესედა, დუმის დეპუტატი მიხეილ დეგტირიოვი, კრასნოდარის მხარის გუბერნატორი ალექსანდრე ტკაჩოვი და თვითგამოცხადებული რესპუბლიკების სამთვრობო კომისიის წევრები.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: