პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და პროკურატურას შორის მიმოწერის გასაჯაროებას ექსპერტი გია ხუხაშვილი ეხმაურება.
"ჩვენი მთავარი ამოცანა დღეს არის ქვეყნის ინსტიტუციური დალაგება, ანუ კანონის უზენაესობის პრინციპის დამკვიდრება. ამ კონტექსტში აბსოლუტურად გაუგებარია ჩემთვის პროკურატურის სიჯიუტე, რომელიც რაღაცას ამტკიცებს. ჩემთვის გაუგებარია, რას ამტკიცებს. ფაქტია, რომ მან თვითონ მიანიჭა გრიფი „საიდუმლო“ და შემდგომ დაიწყო ამ დოკუმენტზე საუბარი.
პროკურატურას, პირველ რიგში ყველაზე მეტი პასუხისმგებლობა ეკისრება იმაზე, რომ ასეთი ინტერპრეტაციებით და ასეთი თავისუფალი მიდგომით არ ჰქონდეს კანონთან საქმე",-აცხადებს ხუხაშვილი.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პროკურატურის მიერ საიდუმლო მიმოწერების გასაჯაროებაზე შეშფოთება გამოთქვა.