გია ხუხაშვილი - ჩემთვის გაუგებარია პროკურატურის სიჯიუტე

გია ხუხაშვილი - ჩემთვის გაუგებარია პროკურატურის სიჯიუტე

  პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და პროკურატურას შორის მიმოწერის გასაჯაროებას ექსპერტი გია ხუხაშვილი ეხმაურება.

 "ჩვენი მთავარი ამოცანა დღეს არის  ქვეყნის ინსტიტუციური დალაგება, ანუ კანონის უზენაესობის პრინციპის დამკვიდრება. ამ კონტექსტში აბსოლუტურად გაუგებარია ჩემთვის პროკურატურის სიჯიუტე, რომელიც რაღაცას ამტკიცებს. ჩემთვის გაუგებარია, რას ამტკიცებსფაქტია, რომ მან თვითონ მიანიჭა გრიფისაიდუმლოდა შემდგომ დაიწყო ამ დოკუმენტზე საუბარი.

 პროკურატურას, პირველ რიგში ყველაზე მეტი პასუხისმგებლობა ეკისრება იმაზე, რომ ასეთი ინტერპრეტაციებით  და ასეთი თავისუფალი მიდგომით არ ჰქონდეს კანონთან საქმე",-აცხადებს ხუხაშვილი.

 შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პროკურატურის მიერ საიდუმლო მიმოწერების გასაჯაროებაზე შეშფოთება გამოთქვა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: