შსს-ს პრესამსახურის ცნობით, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1977 წელს დაბადებული ილია წ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში დააკავეს.
სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 243 აბი და 4 ნატეხი "სუბუტექსი" ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით 1,9586 გრ ბუპრენორფინს შეიცავს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ილია წ-ს ნარკოტიკი გერმანიიდან ამანათით გამოუგზავნეს.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს.