შსს-მ გასაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

შსს-მ გასაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

  შსს-ს პრესამსახურის ცნობით,  ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1977 წელს დაბადებული ილია წ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში დააკავეს.

  სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 243 აბი და 4 ნატეხი "სუბუტექსი" ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით 1,9586 გრ ბუპრენორფინს შეიცავს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ილია წ-ს ნარკოტიკი გერმანიიდან ამანათით გამოუგზავნეს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: