ივერიონი / არჩილ ხაბაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გახდა

არჩილ ხაბაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გახდა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარედ არჩილ ხაბაძე დაამტკიცეს. ხაბაძის კანდიდატურას უმაღლესი საბჭოს  13-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, არც ერთის წინააღმდეგ. აღსანიშნავია, რომ  "ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციის წევრებს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ.

არჩილ ხაბაძე 32 წლისაა. 2008 წლიდან დღემდე, "ქართუ ბანკის" აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი იყო. 2006-2008 წლებში  ამავე ბანკის საკრედიტო განყოფილების უფროსი.  2004-2006 წლებში კი "საზღვაო ბანკში" საკრედიტო ოფიცრად მუშაობდა; დამთავრებული აქვს თბილისის აგრარული უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, აგრეთვე სწავლობდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტში ბანკებისა და ფინანსების ფაკულტეტზე.


არჩილ ხაბაძემ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე ლევან ვარშალომიძე  შეცვალა.

30-10-2012, 14:09
უკან დაბრუნება