სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა თბილისში მდებარე საშაურმეების შემოწმება დაიწყეს. სახელმწიფო კონტროლი უკვე ჩატარდა 45 საწარმოში, საიდანაც აღებულია 8 ნიმუში ლაბორატორიული კვლევისთვის.
სააგენტოს ცნობით, ამ ეტაპისთვის გეგმური ინსპექტირებისთვის შეფასებულია 23 საშაურმე. დოკუმენტური შემოწმებისას დადგინდა, რომ 4 საშაურმე ფუნქციონირებდა ბიზნესოპერატორად რეგისტრაციის გარეშე, რის გამოც, 2 მათგანი 500 ლარით დაჯარიმდა საქართველოს კანონის "სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის" 64-ე მუხლის 1 ნაწილის შესაბამისად, 2 კი - დაკეტილი აღმოჩნდა.შაურმის ნიმუშების ლაბორატორიული კვლევის შედეგები უახლოეს რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.