ცხელი ამბავი

სურსათის ეროვნული სააგენტო თბილისში საშაურმეებს ამოწმებს

სურსათის ეროვნული სააგენტო თბილისში საშაურმეებს ამოწმებს

  სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა თბილისში მდებარე საშაურმეების შემოწმება დაიწყეს.  სახელმწიფო კონტროლი უკვე ჩატარდა 45 საწარმოში, საიდანაც  აღებულია 8 ნიმუში ლაბორატორიული კვლევისთვის.

  სააგენტოს ცნობით, ამ ეტაპისთვის გეგმური ინსპექტირებისთვის შეფასებულია 23 საშაურმე. დოკუმენტური შემოწმებისას დადგინდა, რომ 4 საშაურმე ფუნქციონირებდა ბიზნესოპერატორად რეგისტრაციის გარეშე, რის გამოც, 2 მათგანი 500 ლარით დაჯარიმდა საქართველოს კანონის "სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის"  64-ე მუხლის 1 ნაწილის შესაბამისად,  2 კი - დაკეტილი აღმოჩნდა.შაურმის ნიმუშების ლაბორატორიული კვლევის შედეგები უახლოეს რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.

გააზიარე სტატია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: