ივერიონი / დევნილებმა შენობა უნარშეზღუდულ ბავშვებსაც წაართვეს

დევნილებმა შენობა უნარშეზღუდულ ბავშვებსაც წაართვეს

დაუბრუნონ უნარშეზღუდულებს კუთვნილი შენობა! - ამ  მოთხოვნით რამდენიემე უფლებადამცველმა ორგანიზაციამ პრსკონფერენცია გამართა.


"205-ე  სკოლა-პასნსიონში დევნილები ბარბაროსული მეთოდით  შეიჭრნენ. ამ პანსიონში  უნარშეზღუდული ბავშვები ცხოვრობენ. ჩვენ არ დავუშვებთ ინვალიდობის მქონე პირთა დისკრიმინაციას", - აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციები "სმენისა და მეტყველების დახმარების ასოციაცია",  კავშირი "მშობელთა ხიდი" , კავშირი "ინვალიდი ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება" .


არასამთავრობოებმა ასევე გაავრცელეს მიმართვა პრემიერ-მინისტრის და პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე: "დაუბრუნდეს უნარშეზღუდულებს კუთვნილი შენობა. იმედია საზოგადოებაც აიმაღლებს ხმას. ეს და მსგავსი პრობლემები აუცილებლად უნდა მოგვარდეს", - წერენ მიმართვაში. 

31-10-2012, 14:22
უკან დაბრუნება