დევნილებმა შენობა უნარშეზღუდულ ბავშვებსაც წაართვეს
დაუბრუნონ უნარშეზღუდულებს კუთვნილი შენობა! - ამ მოთხოვნით რამდენიემე უფლებადამცველმა ორგანიზაციამ პრსკონფერენცია გამართა.
"205-ე სკოლა-პასნსიონში დევნილები ბარბაროსული მეთოდით შეიჭრნენ. ამ პანსიონში უნარშეზღუდული ბავშვები ცხოვრობენ. ჩვენ არ დავუშვებთ ინვალიდობის მქონე პირთა დისკრიმინაციას", - აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციები "სმენისა და მეტყველების დახმარების ასოციაცია", კავშირი "მშობელთა ხიდი" , კავშირი "ინვალიდი ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება" .
არასამთავრობოებმა ასევე გაავრცელეს მიმართვა პრემიერ-მინისტრის და პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე: "დაუბრუნდეს უნარშეზღუდულებს კუთვნილი შენობა. იმედია საზოგადოებაც აიმაღლებს ხმას. ეს და მსგავსი პრობლემები აუცილებლად უნდა მოგვარდეს", - წერენ მიმართვაში.