ივერიონი / NDI-მ 3 338 პირი გამოკითხა

NDI-მ 3 338 პირი გამოკითხა

   "ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა" ჩატარებული კვლევების შედეგები გამოაქვეყნა. კვლევის სამუშაოები 23 ივლისიდან 7 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში ჩატარდა და 3 338 პირი გამოიკითხა.

    კვლევების შედეგების თანახმად თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია მოსახლეობას კვლავ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილზე მეტად მოსწონს. რაც შეეხებათ სხვა პოლიტიკოსებს მესამე ადგილზე  პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, ხოლო მეოთხეზე – საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძეა.

   გამოკითხულთა 48%-ს მარგველაშვილი მოსწონს, ხოლო 45%-ს – ივანიშვილი. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ აპრილში გამოქვეყნებულ კვლევასთან შედარებით მარგველაშვილის მოწონების მაჩვენებელი 2%-ით გაიზარდა, ხოლო ივანიშვილის - 6%-ით შემცირდა.

   აპრილში გამოქვეყნებულ კვლევებთან შედარებით გაიზარდა ლევან ვასაძის მოწონების მაჩვენებელი და ამ მაჩვენებელმა 5%-ს მიაღწია. კერძოდ, NDI ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულ მოსახლეობის 25 %-ს ბიზნესმენი და რაინდი ლევან ვასაძე მოსწონს.

   NDI-ის კვლევებს შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო (შიდა) აფინანსებს და ჩღღჩ საქართველო ატარებს.

 

27-08-2014, 12:24
უკან დაბრუნება