როგორც ცნობილია ე.წ. საზღვარი ახალგორში ხვალ გაიხსნება. ოსურმა მხარემ გამყოფი ხაზი სახელმწიფოებრიობის აღნიშვნის დღესთან დაკავშირებით ორი დღის წინ ჩაკეტა. აღნიშნული თარიღი ცხინვალსა და აფხაზეთში გუშინ იზეიმეს.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, პაატა ზაქარეიშვილი განმარტავს, რომ რუსეთის მცდელობამ, სხვა ქვეყნებსაც ეღიარებინათ საქართველოს ოკუპირებული რეგიონები, კრახი განიცადა.
"ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლება ხშირად კეტავს ხოლმე საზღვარს, მაგრამ თავის სიტყვას არ გადადიან და წინასწარ დათქმულ თარიღს არ ცდებიან. რაც შეეხება აღიარების პოლიტიკას, აშკარაა, რომ ჩვენი ხელისუფლების დროს სახელმწიფომ უკან წაიღო აღიარება, არცერთი სხვა სახელმწიფო არ აღიარებს ოკუპირებულ რეგიონებს." - განაცხადა ზაქარეიშვილმა.