უკრაინისა და რუსეთის გენერალურმა შტაბებმა პირველი კონსულტაციები გამართეს. ამის შესახებ ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ განაცხადა. ინფორამციას უკრაინული მედია ავრცელებს.
პრეზიდენტის განმარტებით, კონსულტაციების ფარგლებში განიხილეს სახელმწიფო სასაზღვრო კონტროლთან დაკავშირებული საკითხი. კერძოდ, რუსეთის შეიარაღებული ქვედანაყოფების უკრაინის ტერიტორიაზე არდაშვების თაობაზე.
ასევე, პოროშენკოს თქმით, საუბარი შეეხო ტყვეების გაცვლის საკითხსაც.
"დარწმუნებული ვარ, რომ საერთაშორისო პარტნიორების ერთობლივი ძალებით ჩვენ ქვეყანაში სიტუაციის დეესკალაციას შევძლებთ." - აღნიშნა უშიშროების საბჭოს სხდომაზე პეტრო პოროშენკომ.