საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველოს მსგავსი თავისუფალი ქვეყნები, სადაც დღეს ომი მიმდინარეობს, დაისაჯნენ თავსიუფალი არჩევანის გამო. განცხადება ამის შესახებ პრეზიდენტმა ლიდერთა საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთი დისკუსია იმართება. ბევრმა საკითხმა, რაც რეგიონში განვითარებული მოვლენების ფონზე წარმოიშვა, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა, ამგვარი ღონისძიებების მოწყობა. რა არის დღეს მნიშვნელოვანი ჩვენთვის?! ჩვენ ვართ ის ქვეყანა, რომელიც ცდილობს ააშენოს თანამედროვე, დემოკრატიული სახელმწიფო, დემოკრატიული ერი. ბევრი ჩვენი მსგავსი თავისუფალი ქვეყანა, სადაც დღეს ომი მიმდინარეობს, დავისაჯეთ თავისუფალი არჩევანის გამო. რეალურად არსებობს გამოწვევა თავისუფალი, დემოკრატიული ქვეყნების მიმართ. სწორედ ეს გამოწვევა, რომელიც დემოკრატიული მმართველობის შექმნას, დემოკრატიული ერის ჩამოყალიბებიას გულისხმობს, რომელსაც ექნებოდა დასავლური ფასეულობები, დასავლური ორიენტაცია, რა თქმა უნდა დაკავშირებულია პრობლემებთან, გეოპოლიტიკურ გავლენასთან, რომელიც არსებობს რეგიონში. ამიტომ, მიმაჩნია, რომ დღევანდელი დისკუსია მნიშვნელვანია - რას ვფიქრობთ მომავალზე, როგორ ვქმნით მომავალს. ეს ალბათ დაკავშირებული იქნება გარკვეულ დრამატულ გადაწყვეტილებებთან, რომლებიც მიღებულ იქნება დემოკრატიული ქვეყნების მიერ",- განაცხადა მარგველაშვილმა.