ცხელი ამბავი
როცა თვითცენზურის ჭანჭიკი მოშლილია, ცენზურა უნდა არსებობდეს! ვიყავი, ვნახე... ვერ გავიგე! ანუ, რობერტ სტურუას „გედის სიმღერა“! ძირს ლიბერალური პარტიები, გაუმარჯოს ხალხის ხმას! როსტევანის ამბავი რუსთაველის თეატრის სცენაზე, ანუ ხიდი თუ უფსკრული? ვინ იქნება მომავალი პატრიარქი?! რატომ დაპატარავდა დიდი ბრიტანეთის იმპერია მაღალიერარქი - უმწიკვლო რეპუტაციით! ნოდარ ჭითანავა - 90 ნოდარ ჭითანავა -  დედით სოციალისტური, მამით კაპიტალისტური, გვარიშვილობით ქართული საბაზრო ეკონომიკა ძირს ყალბი დემოკრატია - გაუმარჯოს წესრიგს! „ალავერდის წმინდა გიორგი“ - ფრესკაში გაცხადებული საქართველოს ისტორია

გიორგი მარგველაშვილი: თავისუფალი ქვეყნები თავისუფალი არჩევანის გამო დაისჯებიან!

გიორგი მარგველაშვილი: თავისუფალი ქვეყნები თავისუფალი არჩევანის გამო დაისჯებიან!

  საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველოს მსგავსი თავისუფალი ქვეყნები, სადაც დღეს ომი მიმდინარეობს, დაისაჯნენ თავსიუფალი არჩევანის გამო. განცხადება ამის შესახებ პრეზიდენტმა ლიდერთა საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. 

  "ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთი დისკუსია იმართება. ბევრმა საკითხმა, რაც რეგიონში განვითარებული მოვლენების ფონზე წარმოიშვა, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა, ამგვარი ღონისძიებების მოწყობა. რა არის დღეს მნიშვნელოვანი ჩვენთვის?! ჩვენ ვართ ის ქვეყანა, რომელიც ცდილობს ააშენოს თანამედროვე, დემოკრატიული სახელმწიფო, დემოკრატიული ერი. ბევრი ჩვენი მსგავსი თავისუფალი ქვეყანა, სადაც დღეს ომი მიმდინარეობს, დავისაჯეთ თავისუფალი არჩევანის გამო. რეალურად არსებობს გამოწვევა თავისუფალი, დემოკრატიული ქვეყნების მიმართ. სწორედ ეს გამოწვევა, რომელიც დემოკრატიული მმართველობის შექმნას, დემოკრატიული ერის ჩამოყალიბებიას გულისხმობს, რომელსაც ექნებოდა დასავლური ფასეულობები, დასავლური ორიენტაცია, რა თქმა უნდა დაკავშირებულია პრობლემებთან, გეოპოლიტიკურ გავლენასთან, რომელიც არსებობს რეგიონში. ამიტომ, მიმაჩნია, რომ დღევანდელი დისკუსია  მნიშვნელვანია - რას ვფიქრობთ მომავალზე, როგორ ვქმნით მომავალს. ეს ალბათ დაკავშირებული იქნება გარკვეულ დრამატულ გადაწყვეტილებებთან, რომლებიც მიღებულ იქნება დემოკრატიული ქვეყნების მიერ",- განაცხადა მარგველაშვილმა. 

გააზიარე სტატია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: