მედიკამენტებთან დაკავშირებით, ახალ რეგულაციებზე გადასვლის პროცესი მშვიდად მიმდინარეობს. ამის შესახებ განცხადება საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
"ჩვენ საათობრივ მონიტორონგს ვახორციელებთ დაწესებულებებში და აფთიაქებში. ამ დროის მდგომარეობით, ახალ რეგულაციებზე გადასვლა მიმდინარეობს მშვიდად. არც პოლიკლინიკებში და არც აფთიაქებში არ შეინიშნება მგზავრთა განსაკუთრებული ნაკადი, ან შეფერხებები. მიუხედავად იმისა, რომ ორშაბათია და უკვე სამუშაო თვე იწყება ფაქტიურად. 37 პოლიკლინიკის მონაცემები გვაქვს ამ დროისთვის და არსად არ აღინიშნება პაციენტებისთვის დამატებითი ბარიერების შექმნა, ასე, რომ ეს ცვლილებები რასაც დიდი სიფრთხილით ვეკიდებოდით, მიმდინარეობს აბსოლუტურად შვიდად, გეგმაზომიერად და მე ვფიქრობ, რომ ასეც გაგრძელდება", - განაცხადა სერგეენკომ.