ცხელი ამბავი
›შესყიდვის ელექტრონული აქტი - გამარტივებული აღრიცხვა თუ ახალი ბარიერები მეწარმეებისა და ფიზიკური პირებისთვის? ›აუდიტის საჯარო ზედამხედველობის გაძლიერება თუ პროფესიული საქმიანობის შეზღუდვა? - კანონპროექტის კრიტიკული შეფასება ›გური ოტობაიას ტრიადა: „ენგურის ხეობის საგა“ ›STOP! STOP! STOP! ›როცა თვითცენზურის ჭანჭიკი მოშლილია, ცენზურა უნდა არსებობდეს! ›ვიყავი, ვნახე... ვერ გავიგე! ანუ, რობერტ სტურუას „გედის სიმღერა“! ›ძირს ლიბერალური პარტიები, გაუმარჯოს ხალხის ხმას! ›როსტევანის ამბავი რუსთაველის თეატრის სცენაზე, ანუ ხიდი თუ უფსკრული? ›ვინ იქნება მომავალი პატრიარქი?! ›რატომ დაპატარავდა დიდი ბრიტანეთის იმპერია

დავით სერგეენკო: ახალ რეგულაციებზე გადასვლის პროცესი მშვიდად მიმდინარეობს

დავით სერგეენკო:  ახალ რეგულაციებზე გადასვლის პროცესი მშვიდად მიმდინარეობს

    მედიკამენტებთან დაკავშირებით, ახალ რეგულაციებზე გადასვლის პროცესი მშვიდად მიმდინარეობს. ამის შესახებ  განცხადება საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა,  დავით სერგეენკომ  დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. 

    "ჩვენ საათობრივ მონიტორონგს ვახორციელებთ დაწესებულებებში და აფთიაქებში. ამ დროის მდგომარეობით, ახალ რეგულაციებზე გადასვლა მიმდინარეობს მშვიდად. არც პოლიკლინიკებში და არც აფთიაქებში არ შეინიშნება მგზავრთა განსაკუთრებული ნაკადი, ან შეფერხებები. მიუხედავად იმისა, რომ ორშაბათია და უკვე სამუშაო თვე იწყება ფაქტიურად. 37 პოლიკლინიკის მონაცემები გვაქვს ამ დროისთვის და არსად არ აღინიშნება პაციენტებისთვის დამატებითი ბარიერების შექმნა, ასე, რომ ეს ცვლილებები რასაც დიდი სიფრთხილით ვეკიდებოდით, მიმდინარეობს აბსოლუტურად შვიდად, გეგმაზომიერად და მე ვფიქრობ, რომ ასეც გაგრძელდება", - განაცხადა სერგეენკომ.

გააზიარე სტატია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: