ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური კონკურენტუნარიანობის მსოფლიო რეიტინგში საქართველოს მაჩვენებლის გაუმჯობესებას მნიშვნელოვანს უწოდებს.
როგორც მინიდტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ კონკურენტუნარიანობის რეიტინგი კიდევ უფრო გაუმჯობესდეს.
"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი კონკურენტუნარიანობა უმჯობესდება. ბოლო 2 წლის განმავლობაში საკმაო წინსვლას მივაღწიეთ და ძალიან კარგია, რომ უკეთესი ხდება ისეთი მიმართულება, როგორიცაა მაკროეკონომიკური სტაბილურობა, რაც უშუალოდ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროების სფეროა. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ კონკურენტუნარიანობის რეიტინგი კიდევ უფრო გაუმჯობესდეს, რაც აისახება იმაში, რომ ქართული პროდუქცია, ქართული ეკონომიკა იქნება მსოფლიო ბაზარზე კონკურენტული", - განაცხადა ხადურმა.