ცხელი ამბავი
›შესყიდვის ელექტრონული აქტი - გამარტივებული აღრიცხვა თუ ახალი ბარიერები მეწარმეებისა და ფიზიკური პირებისთვის? ›აუდიტის საჯარო ზედამხედველობის გაძლიერება თუ პროფესიული საქმიანობის შეზღუდვა? - კანონპროექტის კრიტიკული შეფასება ›გური ოტობაიას ტრიადა: „ენგურის ხეობის საგა“ ›STOP! STOP! STOP! ›როცა თვითცენზურის ჭანჭიკი მოშლილია, ცენზურა უნდა არსებობდეს! ›ვიყავი, ვნახე... ვერ გავიგე! ანუ, რობერტ სტურუას „გედის სიმღერა“! ›ძირს ლიბერალური პარტიები, გაუმარჯოს ხალხის ხმას! ›როსტევანის ამბავი რუსთაველის თეატრის სცენაზე, ანუ ხიდი თუ უფსკრული? ›ვინ იქნება მომავალი პატრიარქი?! ›რატომ დაპატარავდა დიდი ბრიტანეთის იმპერია

ნოდარ ხადური: „ ჩვენი კონკურენტუნარიანობა მსოფლიო რეიტინგში გაუმჯობესდა“

ნოდარ ხადური: „ ჩვენი კონკურენტუნარიანობა მსოფლიო რეიტინგში  გაუმჯობესდა“

ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური კონკურენტუნარიანობის მსოფლიო რეიტინგში საქართველოს მაჩვენებლის გაუმჯობესებას მნიშვნელოვანს უწოდებს.


როგორც მინიდტრმა  ჟურნალისტებს განუცხადა, მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ კონკურენტუნარიანობის რეიტინგი კიდევ უფრო გაუმჯობესდეს.


"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი კონკურენტუნარიანობა უმჯობესდება. ბოლო 2 წლის განმავლობაში საკმაო წინსვლას მივაღწიეთ და ძალიან კარგია, რომ უკეთესი ხდება ისეთი მიმართულება, როგორიცაა მაკროეკონომიკური სტაბილურობა, რაც უშუალოდ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროების სფეროა. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ კონკურენტუნარიანობის რეიტინგი კიდევ უფრო გაუმჯობესდეს, რაც აისახება იმაში, რომ ქართული პროდუქცია, ქართული ეკონომიკა იქნება მსოფლიო ბაზარზე კონკურენტული", - განაცხადა ხადურმა.

გააზიარე სტატია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: