თავისუფალ სტუდენტთა კავშირის თავმჯდომარე ნიკოლოზ მეტრეველი ლაშა მახარაძის მკვლელობას ეხმიანება და "ივერიონთან" საუბარში ამბობს:
-"პირველ რიგში მინდა თანავუგრძნო და სამძიმარი გამოვუცხადო ლაშა მახარაძის ოჯახს!
რაც შეეხება ლაშას, ის ჩემი სკოლელი გახლდათ 55-ე სკოლაში, უწესიერესი და ვიტყოდი არა მარტო ვაკისთვის, მთელი თბილისისთვის სამაგალითო პიროვნება იყო.
ძნელია ცალსახად თქმა და კონკრეტული დასკვნის გამოტანა, არსებობს მთელი რიგი გარემოებები. ძირითად 2 მიზეზს გამოვყოფდი: პირველი-რომ ათასობით ადამიანის ციხეებიდან გამოშვება მათი საქმეების ადეკვატური შესწავლის გარეშე დიდი შეცდომა იყო, მეორე- ამ შეწყალების ფონზე საზოგადოების გარკვეულ ფენებში გაჩნდა დაუსჯელობის განცდა, შესაბამისად ეს ადამიანები უფრო გაბედულად სჩადიან დანაშაულს".