ცხელი ამბავი
›შესყიდვის ელექტრონული აქტი - გამარტივებული აღრიცხვა თუ ახალი ბარიერები მეწარმეებისა და ფიზიკური პირებისთვის? ›აუდიტის საჯარო ზედამხედველობის გაძლიერება თუ პროფესიული საქმიანობის შეზღუდვა? - კანონპროექტის კრიტიკული შეფასება ›გური ოტობაიას ტრიადა: „ენგურის ხეობის საგა“ ›STOP! STOP! STOP! ›როცა თვითცენზურის ჭანჭიკი მოშლილია, ცენზურა უნდა არსებობდეს! ›ვიყავი, ვნახე... ვერ გავიგე! ანუ, რობერტ სტურუას „გედის სიმღერა“! ›ძირს ლიბერალური პარტიები, გაუმარჯოს ხალხის ხმას! ›როსტევანის ამბავი რუსთაველის თეატრის სცენაზე, ანუ ხიდი თუ უფსკრული? ›ვინ იქნება მომავალი პატრიარქი?! ›რატომ დაპატარავდა დიდი ბრიტანეთის იმპერია

ნიკოლოზ მეტრეველი:-"საზოგადოების გარკვეულ ფენებში გაჩნდა დაუსჯელობის განცდა"

ნიკოლოზ მეტრეველი:-"საზოგადოების გარკვეულ ფენებში გაჩნდა დაუსჯელობის განცდა"

   თავისუფალ სტუდენტთა კავშირის თავმჯდომარე ნიკოლოზ მეტრეველი ლაშა მახარაძის მკვლელობას ეხმიანება და "ივერიონთან" საუბარში ამბობს:

 

   -"პირველ რიგში მინდა თანავუგრძნო და სამძიმარი გამოვუცხადო ლაშა მახარაძის ოჯახს!

   რაც შეეხება ლაშას, ის ჩემი სკოლელი გახლდათ 55-ე სკოლაში, უწესიერესი და ვიტყოდი არა მარტო ვაკისთვის, მთელი თბილისისთვის სამაგალითო პიროვნება იყო.

ძნელია ცალსახად თქმა და კონკრეტული დასკვნის გამოტანა, არსებობს მთელი რიგი გარემოებები. ძირითად 2 მიზეზს გამოვყოფდი: პირველი-რომ ათასობით ადამიანის ციხეებიდან გამოშვება მათი საქმეების ადეკვატური  შესწავლის  გარეშე დიდი შეცდომა იყო, მეორე- ამ შეწყალების ფონზე საზოგადოების გარკვეულ ფენებში გაჩნდა დაუსჯელობის განცდა, შესაბამისად ეს ადამიანები უფრო გაბედულად სჩადიან დანაშაულს".

 

გააზიარე სტატია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: