ივერიონი / საქართველოს მასშტაბით მუშების გაფიცვა გრძელდება

საქართველოს მასშტაბით მუშების გაფიცვა გრძელდება

ჭიათურის მაღაროს გაფიცული თანამშრომლები თბილისის საკრებულოსთან არიან შეკრებილები. მათ მოთხოვნებს, გაიზარდოს ხელფასები და შემცირდეს სამუშაო საათები, კიდევ ერთი დაემატა-მონიტორინგის ჯგუფის შექმნა. აქციის მონაწილეებს შეუერთდნენ "ლაბორატორია 1918"-ის წევრები.


მჯდომარე აქცია გრძელდება ჭიათურის მაღაროში, სადაც მომიტინგეებს 15 ქალიც შეუერთდა. აქციის მონაწილეებმა წერილი, სადაც ჩამოთვლილია მათი მოთხოვნები, ადმინისტრაციას გადასცეს.


ფოთის პორტი ისევ პარალიზებულია. 700-მდე მუშამ უვადო გაფიცვა გამოაცხადა, მთავარი მოთხოვნა ხელფასების გაზრდაა. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ პორტის ადმინისტრაციას 25 ოქტომბერს შეხვდნენ და ვადა 1 ნოემბრამდე მისცეს. ამ დროისთვის 119 ე.წ რეზერვის მუშას ხელფასი 40%-ით გაეზარდა. პორტის გენერალური დირექტორი ჯოზეფ ქროული აცხადებს, რომ დანარჩენებს ხელფასი იანვრიდან 20%-ით გაეზრდებათ.

1-11-2012, 18:11
უკან დაბრუნება