"თელასის" განცხადებით, დღეს თბილისის რამდენიმე უბანს ელექტრომომარაგება შეეზღუდება, რისი მიზეზიც სარემონტო სამუშაოებია. კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.
გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00-დან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის III, IV და V კვარტლების, მიქელაძის, ახმეტელის და ლუბლიანას ქუჩების 3220 აბონენტს. 11:00-დან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყიფიანის, გვეტაძის, აგლაძის და გაფრინდაულის ქუჩების 405 აბონენტს. 10:00-დან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წმინდა ბარბარეს უბნის, მშენებელთა დასახლების, გარდაბნის გზატკეცილის, ნავთლუღი II-ის დასახლების, ქინძმარაულის, ნაკადულის, ოცხელის და ქაიროს ქუჩების 4490 აბონენტს.
გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11:00-დან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის მასივის III კვარტლის, ვარკეთილის მასივის "დ" ქუჩის, ქაიროს და ნავთლუღი 2 დასახლების IV ქუჩის 602 აბონენტს. 10:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ დიღმის, დიდი დიღმის III მიკრორაიონის, მეფე მირიანის და ჩიქოვანის ქუჩების 662 აბონენტს.
გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11:00-დან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას III, VI და VII კვარტლების, ნუცუბიძის, შავგულიძის, ფხაკაძის, სანდრო ეულის და უნივერსიტეტის ქუჩების 3509 აბონენტს. 11:00-დან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, ზედაზენის, დიდი ჯიხაიშის, ილურიძის, ლომთათიძის, ეკა ბეჟანიშვილის, იმერეთის და ჯავის ქუჩების 678 აბონენტს. 11:00-დან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტრომშენის დასახლების , მთისძირის და უშაკოვის ქუჩების 236 აბონენტს.
გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11:00-დან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I მიკრორაიონის, ანგია ბოჭორიშვილის და ფორე მოსულიშვილის ქუჩების 1665 აბონენტს. 10:00-დან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თამარ მეფის გამზირის 174 აბონენტს. 10:00-დან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მელიქიშვილის ქუჩის 84 აბონენტს. 11:00-დან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს V მიკრორაიონის და ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის III კვარტლის 263 აბონენტს. 10:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასლის, ახუნდოვის, ფირდოუსის, შუშინის და გრიშაშვილის ქუჩების 163 აბონენტს.